weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მთავრობამ აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა გააგრძელა

17:32 ხუთშაბათი, 04 აპრილი 2019

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2019 წელს სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის განხორციელება გაგრძელდება. ყველა კულტურაზე სახელმწიფოს მხრიდან თანამონაწილეობა კვლავ 70% იქნება, ხოლო ვაზზე - 50%. 

აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, სადაზღვევო პოლისი ფარავს შემდეგ სადაზღვევო რისკებს: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა. აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ყველა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰექტარი (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, არაუმეტეს 30 ჰექტარი) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

2019 წელს გაიზარდა წითელი ვაზის მოსავლის პოლისის სადაზღვევო ლიმიტი და ის 1 ჰექტარზე 10 ათასი ლარის ნაცვლად 15 ათასი ლარი იქნება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ლიმიტის ზრდა 2018 წელს ყურძნის ფასის მატებამ გამოიწვია.

მოცდის პერიოდი სადაზღვევო პოლისის გაცემის თარიღიდან 4 დღის ვადითაა განსაზღვრული.

აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართვა შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე ლიცენზირებულ ყველა სადაზღვევო კომპანიას. დაზღვევას დაექვემდებარება მხოლოდ ისეთ მიწის ნაკვეთზე მოყვანილი მოსავალი, რომელიც დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და ფერმერთა რეესტრში.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წელს დაიწყო. პროექტის მიზანი აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნება და რისკების შემცირებაა.

„2014-2018 წლებში, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, გაცემულია 81 453 პოლისი. დაზღვეულია 71 413 ჰექტარი. ამ პერიოდში ჯამში 551 366 395 ლარის მოსავალი დაიზღვა. ფერმერების მიერ დაზღვევის მომსახურებაში გადასახდელი თანხიდან სახელმწიფომ 33 854 463 ლარის სუბსიდირება მოახდინა. 5 წლის განმავლობაში ანაზღაურებულმა ზარალმა 35 343 213 მილიონი ლარი შეადგინა“, – აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]