weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ტენდენციები მიგვანიშნებს, რომ შეიძლება საბანკო რეგულაციების გადახედვა მოგვიწიოს – მაჭავარიანი

18:14 ხუთშაბათი, 04 აპრილი 2019

„ვადასტურებ, რომ არც მაშინ ვიყავი ამ მასშტაბის რეგულაციების მომხრე და არც დღეს ვარ“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეროვნული ბანკის მიერ შემოღებული რეგულაციების შესახებ, რომლითაც ფიზიკურ პირებს სესხების აღება შეეზღუდათ.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ეროვნული ბანკი საჭიროების შემთხვევაში, რეგულაციების გადახედვას შეძლებს.

„ჯერ ცოტა ნაადრევია, სრულად განვსაზღვროთ ამ რეგულაციების ეფექტი, თუმცა შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს აღნიშნული რეგულაციების ეფექტი მაგალითად, სამშენებლო სექტორზე. მიმაჩნია, რომ იქ შეძლებისდაგვარად უნდა მოხდეს ამ რეგულაციების შესუსტება. ეს ჩემი აზრია, მაგრამ ძირითადში მთავრობაც იზიარებს ამ პოზიციას. რეგულაციების გადახედვაზე მიდის მსჯელობა და მუშაობა, მათ შორის ეროვნულ ბანკთანაც არის კონსულტაციები. მგონია, ჯერ კიდევ არ არის საკმარისი დრო გასული საბოლოო დასკვნებისთვის, თუმცა ტენდენციები ასე თუ ისე, მიგვანიშნებს, რომ შეიძლება, მოგვიწიოს გადახედვა. მე პირადად ამის მომხრე ვიქნები“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]