ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 47 მილიონ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 16%-ით მეტია. სააგენტოს ცნობით, ქართული ღვინის რეალიზაცია გაზრდილია როგორც ამერიკის, ისე აზიის, ევროპისა და ტრადიციული ბაზრების მიმართულებით.
„ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი - 39% (1 032 400 ბოთლი), ჩინეთი - 23% (1 372 839) და აშშ - 165% (182 025); ასევე ევროპის მიმართულებით: ლიეტუვა - 21% (134 376), ესტონეთი - 18% (142 112), საფრანგეთი - 41% (34 170), შვედეთი - 313% (90 00), ბულგარეთი - 161% (4 500); ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებით: რუსეთი - 15% (13 279 083), ბელარუსი - 36% (317 280), მონღოლეთი - 7% (66 012) და სხვა.
ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულია: რუსეთი (13 279 083 ბოთლი), უკრაინა (1 419 222), ჩინეთი (1 372 839), პოლონეთი (1 032 400) და ყაზახეთი (560 460)“, – აცხადებენ ღვინის სააგენტოში.
ადგილწარმოშობის დასახელებებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია ღვინო „ქინძმარაული“ – 3 677 356 ბოთლი, მას მოსდევს „მუკუზანი“ – 1 209 406 ბოთლი, „წინანდალი“ – 890 458 ბოთლი, „ახაშენი“ – 422 220 ბოთლი და „ხვანჭკარა“ – 226 072 ბოთლი.
წლის დასაწყისში, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 148 კომპანიამ განახორციელა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თანახმად, მთლიანობაში, პირველ კვარტალში ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ჩამოსასხმელი ბრენდის და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 67.7 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. ზრდა 2018 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელთან შედარებით 4%-ს აღწევს.