weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მარტში საქართველოში 328 486 ტურისტული ვიზიტი განხორციელდა

11:54 პარასკევი, 05 აპრილი 2019

2019 წლის მარტში, საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 328 486 შეადგინა, რაც 2018 წლის მარტის მაჩვენებელზე 13 536-ით მეტია (4.3%). სტატისტიკას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გასულ თვეში საქართველოში 619 325 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.4%-ით მეტია.

„პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან. საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორთა ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: სლოვაკეთი – 102.9 პროცენტიანი ზრდა, ლატვია – 82.1 პროცენტიანი ზრდა, ჩეხეთი – 76.3 პროცენტიანი ზრდა, პოლონეთი – 55.9 პროცენტიანი მატება, ლიეტუვა – 43.2 პროცენტი ზრდა, გერმანია – 31.3 პროცენტი ზრდა.

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: შვეიცარია – 154%, ისრაელი – 73%, ჩინეთი – 57.2%, ყაზახეთი – 50.1% და საუდის არაბეთი – 34.1%.

ამასთან, 2019 წლის იანვარ-მარტში საქართველოში 1 617 548 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.2 პროცენტია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 882 130 შეადგინა, რაც 42 590-ით მეტია 2018 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელზე, შესაბამისად ზრდა 5.1 პროცენტს შეადგენს“, – აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

მათივე ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-თებერვალში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 333.7 მილიონ დოლარს, რაც 15 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]