პრემიერ-მინისტრის თქმით, „ჩანგანის“ სტრატეგიული პარტნიორები არიან ისეთი კომპანიები, როგორებიცაა „ვოლვო“, „ფოლკსვაგენი“ და „ფორდი“.
„უკვე 2020 წლიდან ჩვენ შევძლებთ ბაზარს მივაწოდოთ ელექტრომობილები. ჩვენ შევარჩიეთ ქალაქიც - ქალაქი, რომელსაც აქვს დიდი ინდუსტრიული გამოცდილება, ქალაქი, რომელიც თითოეულ ქართველს უყვარს - ელექტრომობილების ქარხანა ქუთაისში აშენდება. მე მინდა ქუთაისელებს მივულოცო.
ქარხნის წარმადობა იქნება 40 000 ავტომობილი, საიდანაც 50% განკუთვნილი იქნება შიდა ბაზრისთვის, ხოლო 20 000 ავტომობილი ევროკავშირში ექსპორტზე იქნება გატანილი. ეს არის უდიდესი წარმატება“, – განაცხადა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ქარხანაში დამზადდება ოთხი მოდელის ავტომობილი და საქართველოში წარმოებული ელექტრომობილები წარწერით - Made in Georgia - იქნება მთავარი საექსპორტო პროდუქტი ევროპულ ბაზარზე საქართველოდან. ბახტაძის განცხადებით, აღნიშნული საწარმოს შექმნაზე რამდენიმე ძლიერი ქვეყანა აცხადებდა ინტერესს და საქართველოს ძლიერი კონკურენციის გადალახვა მოუხდა.