weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქუთაისში ელექტრომობილების წარმოება იწყება – ბახტაძე

22:52 შაბათი, 06 აპრილი 2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, კომპანია „ჩანგანმა“, რომელიც ელექტრომობილების წარმოების მიმართულებით მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კომპანიაა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ელექტრომობილების ქარხანა საქართველოში აშენდეს. ელექტრომობილების წარმოება 2020 წლიდან ქუთაისში დაიწყება.

პრემიერ-მინისტრის თქმით, „ჩანგანის“ სტრატეგიული პარტნიორები არიან ისეთი კომპანიები, როგორებიცაა „ვოლვო“, „ფოლკსვაგენი“ და „ფორდი“.

„უკვე 2020 წლიდან ჩვენ შევძლებთ ბაზარს მივაწოდოთ ელექტრომობილები. ჩვენ შევარჩიეთ ქალაქიც - ქალაქი, რომელსაც აქვს დიდი ინდუსტრიული გამოცდილება, ქალაქი, რომელიც თითოეულ ქართველს უყვარს - ელექტრომობილების ქარხანა ქუთაისში აშენდება. მე მინდა ქუთაისელებს მივულოცო.

ქარხნის წარმადობა იქნება 40 000 ავტომობილი, საიდანაც 50% განკუთვნილი იქნება შიდა ბაზრისთვის, ხოლო 20 000 ავტომობილი ევროკავშირში ექსპორტზე იქნება გატანილი. ეს არის უდიდესი წარმატება“, – განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ქარხანაში დამზადდება ოთხი მოდელის ავტომობილი და საქართველოში წარმოებული ელექტრომობილები წარწერით - Made in Georgia - იქნება მთავარი საექსპორტო პროდუქტი ევროპულ ბაზარზე საქართველოდან. ბახტაძის განცხადებით, აღნიშნული საწარმოს შექმნაზე რამდენიმე ძლიერი ქვეყანა აცხადებდა ინტერესს და საქართველოს ძლიერი კონკურენციის გადალახვა მოუხდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]