weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

თბილისიდან ბათუმამდე ფრენა 90 ლარად იქნება შესაძლებელი

15:28 ოთხშაბათი, 05 ივლისი 2017

7 ივლისიდან ავიაკომპანია სერვისეარითბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით ფრენების განხორციელებას დაიწყებს. მგზავრებს 32 ადგილიანი „სააბის“ ტიპის საჰაერო ხომალდი მოემსახურება. ბილეთის ღირებულება 90 ლარი იქნება.

ფრენები შესრულდება ყოველდღე, ოთხშაბათის გარდა. ფრენის ხანგრძლივობა საათნახევარია.

ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება 7 ივლისიდან ტურისტული კომპანია „ვანილა სქაის“ თბილისის და ბათუმის ოფისებში, ასევე აღნიშნული კომპანიის ვებ-გვერდზე და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის სალაროში.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და ეკონომიკისა სამინისტროს მხარდაჭერით, შიდა ტურიზმისა და ადგილობრივი რეისების განვითარების მიზნით, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ განახორციელა მგზავრთა საჰაერო გადაყვანის ავიარეისების ორგანიზების და შესრულების მომსახურება ელექტრონული ტენდერის გზით შეიძნა. ტენდერში შპს „სერვისეარმა“ გაიმარჯვა, რომელთანაც  შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმდა. კომპანია ნატახტარის აეროდრომიდან უკვე ასრულებს ფრენებს ქუთაისის, მესტიის და ამბროლაურის მიმართულებებით.

ზაფხულის სეზონზე თბილისიდან ბათუმში გამგზავრება მატარებლითაც არის შესაძლებელი. ორსართულიანი ელექტრომატარებლის ბიზნეს (VIP) კლასით მგზავრობის საფასური 99 ლარია, პირველი კლასის ბილეთი 65 ლარი ღირს, ხოლო მეორე კლასის - 24. მატარებელი თბილისიდან ბათუმამდე 5 საათში ჩადის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]