„დაკვირვების შედეგებზე დამყარებით, ამ რეგულაციებში შევიტანთ კორექტირებას, თუ ეს საჭირო იქნება. რაც მთავარია, თავად რეგულაციების ვექტორი არ შეიცვლება, გენერალური მიმართულება იქნება ის, რაც იყო. რა გადაწყვეტილებაც მივიღეთ, არ გადავუხვევთ. არ გვჭირდება ხალხი, რომელიც კრედიტს მიიღებს იმისთვის, რომ მაცივარი იყიდოს და ტელევიზორი და მოხვდეს შავ სიაში“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.
ქობულიამდე ამ საკითხზე კომენტარი ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გააკეთა. მისი თქმით, ტენდენციები მიანიშნებს, რომ შესაძლოა საბანკო რეგულაციების გადახედვა მოუწიოთ.