weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

არ გვჭირდება ხალხი, ვინც მაცივრის საყიდლად კრედიტს აიღებს და შავ სიაში მოხვდება – მინისტრი

12:26 სამშაბათი, 09 აპრილი 2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია საბანკო რეგულაციების გადახედვას არ გამორიცხავს, თუმცა აცხადებს, რომ მათი „ვექტორი“ არ შეიცვლება. როგორც ქობულიამ ტელეკომპანია „იმედთან“ განაცხადა, მთავრობას არ სჭირდება ხალხი, რომელიც მაცივრისა და ტელევიზორის შესაძენად კრედიტს აიღებს და „შავ სიაში“ მოხვდება.

„დაკვირვების შედეგებზე დამყარებით, ამ რეგულაციებში შევიტანთ კორექტირებას, თუ ეს საჭირო იქნება. რაც მთავარია, თავად რეგულაციების ვექტორი არ შეიცვლება, გენერალური მიმართულება იქნება ის, რაც იყო. რა გადაწყვეტილებაც მივიღეთ, არ გადავუხვევთ. არ გვჭირდება ხალხი, რომელიც კრედიტს მიიღებს იმისთვის, რომ მაცივარი იყიდოს და ტელევიზორი და მოხვდეს შავ სიაში“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ქობულიამდე ამ საკითხზე კომენტარი ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გააკეთა. მისი თქმით, ტენდენციები მიანიშნებს, რომ შესაძლოა საბანკო რეგულაციების გადახედვა მოუწიოთ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]