weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რუსეთი ქართული ღვინის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა

16:50 ოთხშაბათი, 05 ივლისი 2017

2017 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში ექსპორტირებულია 31,5 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 59%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღვინის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავალმა 70,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 51%-ით აღემატება.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (19 313 343 ბოთლი), ჩინეთი (3 842 412 ბოთლი), უკრაინა (2 983 000 ბოთლი), პოლონეთი (1 212 704 ბოთლი) და ყაზახეთი (1 163 827 ბოთლი).  

ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი - 104% (3 842 412 ბოთლი), რუსეთი - 89% (19 313 343 ბოთლი), უკრაინა - 30% (2 983 000 ბოთლი), პოლონეთი - 13% (1 212 704 ბოთლი), ლატვია - 19% (685 508 ბოთლი), ბელარუსი - 43% (660 674 ბოთლი), გერმანია - 20% (200 440 ბოთლი), აშშ - 43% (176 274 ბოთლი), ისრაელი - 150% (105 710 ბოთლი), საფრანგეთი - 457% (95 530 ბოთლი), აზერბაიჯანი - 241% (87 402 ბოთლი) და სხვა.  

“2017 წლის იანვარ-ივნისში მსოფლიოს 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 6 858 734 ბოთლი (0,5 ) ბრენდი, რაც 85%-ით აღემატება 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 16 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 88%- აღწევს.

საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 89 910 ბოთლი (0,5 ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 110% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები 245,6 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 52%- მიაღწია.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები საანგარიშო პერიოდში 122,14 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. ზრდამ 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 56% შეადგინა”, - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]