weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საქართველოში ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 361 ლარია – საქსტატი

12:34 სამშაბათი, 16 აპრილი 2019

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მარტში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 181 ლარი იყო, რაც ოთხი ლარით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

საქსტატის მონაცემებით, ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 160.5 ლარით განისაზღვრა. ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმია 256.8 ლარი, სამსულიანის – 288.9 ლარი, ოთხსულიანის  – 321 ლარი, ხუთსულიანის – 361.2 ლარი, ექვსსულიანის და მეტის – 427 ლარი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. მინიმალური სასურსათო კალათა შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან. ესენია – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს, 16 აპრილს განაცხადა, რომ საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგიის გადახედვის და სხვა მეთოდოლოგიის მიღების მომხრეა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]