weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რას სთავაზობენ აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში ფერმერებს

11:52 ხუთშაბათი, 18 აპრილი 2019

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აგროდაზღვევის პროგრამა, რომელიც 2014 წელს დაიწყო, მიმდინარე წელსაც გაგრძელდება. ფერმერებს ყველა კულტურის დაზღვევის შესაძლებლობა ექნებათ. ვაზის შემთხვევაში დაზღვევის ღირებულების 50%-ს სახელმწიფო ფარავს, ხოლო 50%-ს ფერმერი. სხვა კულტურებზე სახელმწიფოს მხრიდან თანამონაწილეობა 70%-ია.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში მცხოვრები მალხაზ ლეკიაშვილი ერთ-ერთია, ვინც გასულ წელს აგროდაზღვევის პროგრამაში ჩაერთო და ვაზი დააზღვია. 4 ჰექტარზე მსხმოიარე რქაწითელის 40% სეტყვამ სექტემბერში გაუნადგურა.

„ვენახი 7 ჰექტარზე მქონდა გაშენებული, საიდანაც 4 ჰექტარი დავაზღვიე, რადგან მხოლოდ ეს ფართობი მქონდა საკუთრებაში დარეგისტრირებული. ერთ კვირაში უკვე ყურძნის დაკრეფას ვაპირებდი, როდესაც დამესეტყვა. მივმართე თიბისი დაზღვევას. მეორე დილით მოვიდა ორი ახალგაზდა, შეამოწმეს და დაადგინეს, რომ 40% იყო დასეტყვილი. მითხრეს, დავლოდებოდით რთველის დასრულებას, რადგან სეტყვა არ იყო გამორიცხული. რთველი რომ დამთავრდა, ზარალი ამინაზღაურეს, რამაც 4700 ლარი შეადგინა. ზარალი ამინაზღაურეს კილოგრამი ყურძნის საბაზრო ფასის - 80 თეთრის შესაბამისად“, – ამბობს ფერმერი.

მალხაზ ლეკიაშვილს დღეს ვენახი უკვე 14 ჰექტარზე აქვს და ყურძნის დაზღვევას კვლავ აპირებს.

„ვაპირებ საფერავიც დავაზღვიო. რქაწითელი 80 თეთრად მქონდა დაზღვეული, საფერავზე კი 1.5 ლარი მითხრეს, რაც ჩემთვის მისაღებია. დაზღვევის პერიოდი მაისში იწყება და აუცილებლად დავაზღვევ.

გასული წლის გამოცდილებიდან გამომდინარე, ისევ თიბისი დაზღვევას მივმართავ. ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში მოსავლის დაზღვევა მიღებულია და რატომ არ უნდა დავაზღვიო?“, – განაცხადა მალხაზ ლეკიაშვილმა. 

თიბისი დაზღვევა აგროდაზღვევის პროგრამაში

აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართვა შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე ლიცენზირებულ ყველა სადაზღვევო კომპანიას. ერთ-ერთი მათგანია სს „თიბისი დაზღვევა“, რომელიც აგროდაზღვევის პროგრამაში 2018 წლიდან ჩაერთო და ვაზთან ერთად, აზღვევს მარცვლეულს, ბოსტნეულს, ხეხილს, ასევე, პარკოსან, ბაღჩეულ და კაკლოვან კულტურებს. სადაზღვევო პოლისი ფარავს სეტყვით, წყალდიდობით, ქარიშხლით, საშემოდგომო ყინვით (მხოლოდ ციტრუსების შემთხვევაში) გამოწვეულ რისკებს.

აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ყველა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვს არაუმეტეს 5 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის ფართობი 30 ჰექტარს არ უნდა აღემატებოდეს. ეს შეზღუდვა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებზე არ ვრცელდება.

აგოდაზღვევა არ ანაზღაურებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც ზიანი მოსავლის აღების პრაქტიკის დაუცველობამ და დაუზღვეველმა რისკებმა (მაგალითად, მღრღნელები, მწერები, სოკოვანი და სხვა დაავადებები) გამოიწვია, არ ანაზღაურდება ფერმერის მიერ განზრახ გამოწვეული ზიანიც.

დაზღვევის პოლისის შეძენა შესაძლებელია თიბისის ნებისმიერ რეგიონალურ ფილიალში. ამისთვის ფერმერმა სადაზღვეო კომპანიას საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მიწის რეგისტრაციის დოკუმენტი უნდა წარადგინოს.

 

[R] სს „თიბისი დაზღვევის“ ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]