weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ბელარუსმა რუსულ ნავთობზე უარი თქვა

14:36 სამშაბათი, 23 აპრილი 2019

ბელარუსი ნავთობის იმპორტს რუსეთის ნაცვლად ბალტიისპირეთისა და უკრაინის პორტებიდან განახორციელებს. ამის შესახებ განცხადება ბელარუსის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (БНК) ხელმძღვანელმა სერგეი გრიბმა გააკეთა. მისი თქმით, ბელარუსში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში შესაძლებელია აზერბაიჯანის, ნიგერიის ან საუდის არაბეთის ნავთობის გადამუშავება.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბელარუსმა შეწყვიტა დიზელისა და ბენზინის უკრაინაში, პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ექსპორტი. ამის მიზეზად ბელარუსულმა მხარემ სწორედ რუსეთიდან იმპორტირებული ნავთობის ცუდი ხარისხი დაასახელა.

ბელარუსში აცხადებენ, რომ რუსულ უხარისხო ნავთობში ქლორორგანული ნივთიერებების შემცველობა ზღვრულ მაჩვენებელს რამდენიმე ათეულით აჭარბებს. თავის მხრივ რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრომ პირობა დადო, რომ ნავთობის ხარისხი უახლოეს დღეებში გაუმჯობესდება.

22 აპრილს მოზირსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ძვირადღირებული ტექნიკა მწყობრიდან გამოვიდა. დაბინძურების წყარო აღმოაჩინეს სამარის ოლქში, ბელარუსის საზღვრიდან, 500 კილომეტრში.

რუსეთსა და ბელარუსს შორის დავის მთავარი საგანი კრემლის გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც მინსკი რუსული ნავთობის იმპორტზე შეღავათებით ვეღარ ისარგებლებს. ბელარუსის ხელისუფლების გათვლებით, რუსეთის ამ გადაწყვეტილების შედეგად ქვეყანა მილიარდობით დოლარს დაკარგავს, ამის გამო ბელარუსმა რუსული ნავთობის ალეტერნატივა მოიძია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]