weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოში ყაზახური ხორბლის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზრდება – ნათია თურნავა

12:56 ოთხშაბათი, 24 აპრილი 2019

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში ყაზახური ხორბლის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზრდება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ეს საკითხი თურნავამ ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან, ჟენის კასიმბეკთან განიხილა.

ნათია თურნავას განცხადებით,  ყაზახეთის მთავრობა საქართველოს ბაზარზე ხორბლის ტრანსპორტირების სუბსიდირებას მოახდენს და 50%-მდე დაწევს ტარიფებს, რაც მოგვცემს საშუალებას ყაზახური ხორბალი შედარებით ხელმისაწვდომ ფასებად მივიღოთ.

თურნავას თქმით, აღნიშნული ინიციატივა უკვე მომზადებულია, თუმცა ყაზახური ხორბლის იმპორტთან დაკავშირებით  საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ყაზახეთში მომავალი ვიზიტის ფარგლებში.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ხორბლის იმპორტი დივერსიფიცირებული იყოს.

„ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ, რომ ჩვენთვის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტის, ხორბლის მიწოდება დივერსიფიცირებული იყოს. დღეს ჩვენს ბაზარზე დომინირებს რუსული ხორბალი, მოვილაპარაკეთ, რომ ყაზახეთი თავისი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაასუბსიდირებს ყაზახური ხორბლის მიწოდებას საქართველოს ბაზარზე და ტარიფებს 50%-მდე დაწევს, რაც საშუალებას მოგვცემს, შედარებით ხელმისაწვდომ ფასებში მივიღოთ ყაზახური ხორბალი და ეს პრობლემა კარდინალურად გადავწყვიტოთ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]