weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პრომეთეს მღვიმის, მარტვილისა და ოკაცეს კანიონების ბილეთის ფასი გაიზარდა

18:00 პარასკევი, 03 მაისი 2019

დღეიდან, 3 მაისიდან მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების, ასევე იმერეთის მღვიმეების მოსანახულებლად ბილეთის ღირებულება 10-15%-ით გაიზარდა და საკომისიო გადასახადი დაემატა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ამის მიზეზი ელექტრონული ბილეთების სისტემის დანერგვა გახდა. სააგენტო განმარტავს, რომ საფასურის ზრდა მინიმალურია.

პრომეთეს მღვიმეში საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქეებისთვის შესვლის ღირებულება 10 ლარიდან 11.50 ლარამდე გაიზარდა, ხოლო უცხოელებისთვის – 20-დან 23 ლარამდე. მღვიმეში ნავით გასეირნება საქართველოს მოქალაქისთვის 10 ლარი ღირდა და 11.50 ლარი გახდა, ხოლო უცხოელისთვის 15 ლარიდან 17.25 ლარამდე გაიზარდა.

ოკაცეს კანიონზე 18 წლის ასაკზე უფროსი მოქალაქეებისთვის ბილეთის ფასი 9.2 ლარს შეადგენს, ხოლო უცხო ქვეყნის სრულწლოვანი მოქალაქეებისთვის – 17.25 ლარს.

მარტვილის კანიონისა და ოკაცეს ჩანჩქერის დასათვალიერებლად საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქეებისთვის ბილეთი 10.35 ლარი ღირს, ხოლო სხვა ქვეყნის სრულწლოვანი მოქალაქეებისთვის –17.25 ლარი.

სათაფლიის აღკვეთილში შესვლის ღირებულება საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქეებისთვის 8 ლარია, ხოლო სხვა ქვეყნების სრულწლოვანი მოქალაქეებისთვის – 17.25 ლარი.

ნავენახევის მღვიმეში შესასვლელი ბილეთი 8 ლარი ღირს, სხვა ქვეყნის სრულწლოვანი მოქალაქეებისთვის კი – 11.50 ლარი.

დაცულ ტერიტორიებზე 6 წლამდე ბავშვებისთვის შესვლა უფასოა, 6 წლიდან 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის კი ბილეთის ფასი 5 ლარის ნაცვლად, 5.50 ლარია. დაცული ტერიტორიების სააგენტოს განმარტებით, გაზრდილი ფასი საიტის საკომისიო მომსახურების გადასახადია.

ელექტრონული გზით ბილეთების რეალიზება სატესტო რეჟიმში გაეშვა. დაცული ტერიტორიების სააგენტოში აცხადებენ, რომ ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ვიზიტორთა მომსახურების ხარისხს.

„ბილეთების რეალიზაციის პროგრამულ უზრუნველყოფას, ფინანსურ მონიტორინგსა და ვიზიტორთა შესვლის კონტროლს კომპანია „გურუ.ჯი“ ახორციელებს. კომპანიამ ვიზიტორთა ცენტრებში მოაწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა. დამონტაჟდა გამშვები ტურნიკეტები, ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემა, ბილეთის საბეჭდი აპარატები, ასევე სალაროსთან ლოდინის რეჟიმის განტვირთვის მიზნით, ბილეთის ყიდვის სწრაფი აპარატები“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის, ასევე იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტაციის ტურისტული მომსახურების ტარიფებზე დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ აქ იხილოთ:

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]