weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მთავრობამ მეფუტკრეობის მხარდამჭერი ახალი სახელმწიფო პროგრამა მიიღო

15:17 პარასკევი, 07 ივლისი 2017

საქართველოს მთავრობამ „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის“  სახელმწიფო პროგრამა მიიღო, რომლის ფარგლებშიც  საქართველოში პირველად თაფლის კოოპერაციული საწარმო შეიქმნება.

პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს აშენება, რომელიც თაფლის მწარმოებელ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს გადაეცემა პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებებისა და მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში. 

საწარმო აღიჭურვება თაფლის წარმოების სრული ციკლისათვის საჭირო თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი დანადგარებით, სადაც შესაძლებელი იქნება დღეში არანაკლებ ორი ტონა თაფლის გადამუშავება და ერთგვაროვანი თაფლის მიღება, მოეწყობა სასაწყობე ინფრასტრუქტურა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 900 000 ლარია.

წარმოებული თაფლის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, პროგრამაში მონაწილე კოოპერატივს დაეკისრება ვალდებულება დაიცვას „თაფლის ტექნიკური რეგლამენტი“, დანერგოს მიკვლევადობისა და HACCP-ის სისტემები. პროგრამის ფარგლებში მონაწილისთვის HACCP-ის სისტემის დანერგვისათვის საჭირო მომსახურების მიწოდებას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს.

მეფუტკრეობის  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებმაც გაზარდეს სკების რაოდენობა და თაფლის წარმოება, ახლა უკვე შესაძლებლობა აქვთ, სახელმწიფო პროგრამაში ჩართვით, თაფლის კოოოპერაციულ საწარმოში გადაამუშაონ წარმოებული თაფლი და მას საბოლოო სასაქონლო სახე მისცენ.

თაფლის წარმოების გაზრდის მიზნით, სახელმწიფო ახორციელებს მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გადაეცათ სკები, თაფლის საწურები და თაფლის შესანახი ავზები 70%-იანი თანადაფინანსებით. სულ პროგრამის ფარგლებში 164 კოოპერატივს გადაეცა 13 931 სკა. 28 კოოპერატივს გადაეცა 28 თაფლის საწური და 27 კოოპერატივს გადაეცა 61 400 ლიტრის ტევადობის 713 ავზი. 

„მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის“ ახალ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომელთა მეპაიეები არიან მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები.

სახელმწიფო პროგრამის მიზანია მეფუტკრეობის, როგორც სოფლის მეურნეობის ეკონომიკურად ეფექტიანი და მზარდი საექსპორტო პოტენციალის მქონე დარგის განვითარება, დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოების ზრდა და ხარისხის გაუმჯობესება, სოფლად მოსახლეობის დასაქმების და სიღარიბის დაძლევის ხელშეწყობა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობისა და გაძლიერების გზით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]