იანვარ-აპრილში ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 63.2 მლნ აშშ დოლარს აღწევს, ეს კი 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 7%-ით მეტია.
„ქართული ღვინის რეალიზაცია გაზრდილია ამერიკის, აზიისა და ევროპის მიმართულებით. ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ - 108% (219 713 ბოთლი), ჩინეთი - 22% (2 192 025) და პოლონეთი - 16% (1 173 850). ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში: ისრაელი - 102% (106 572), ბელარუსი - 88% (604 076), საფრანგეთი - 81% (43 938), მონღოლეთი - 72% (106 452), კანადა - 70% (66 960), ჰოლანდია - 37% (40 930), ესტონეთი - 15% (214 502), ლიეტუვა - 4% (179 370), რუსეთი- 4% (16 850 331) და სხვა“, – აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
მათივე ინფორმაციით, წლის დასაწყისში, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 179-მა კომპანიამ განახორციელა.