weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აბსურდული დეზინფორმაციაა, რომ ჰესი ძროხების წველადობაზე მოქმედებს - თურნავა

12:41 ორშაბათი, 06 მაისი 2019

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ბოლო პერიოდში მოსახლეობაში გამძაფრდა ჰიდროელექტროსადგურების მიმართ მიუღებლობა. როგორც მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში აღნიშნა, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ცოდნის ნაკლებობა და ჰესებთან დაკავშირებით დეზინფორმაციების გავრცელებაა.

„ახსნა მარტივია - ჰიდროსადგურების მშენებლობის ტემპი გაიზარდა. 2014-2015 წელს იმდაგვარი რეგულაციები შეიქმნა, როლებმაც ეს დარგი ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველი გახადა. მეორე არის ის, რომ ჩვენი მოთხოვნა მუდმივად იზრდება. აქედან გამომდინარე, დარგი არის საჭირო, მიმზიდველი, პროექტები ძალიან ბევრია. მშენებლობის ეტაპზეა დაახლოებით 1000 მეგავატამდე მცირე და საშუალო ჰესი. აღარ ვსაუბრობ უკვე მსხვილ ჰესებზე, რომელთა რაოდენობა ნაკლებია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის ჩვენი გაცხადებული გეგმა, ის აუცილებლობა რომლის წინაშეც ვდგევართ იმიტომ, რომ ორ ძირითად დარგზე - ენერგეტიკასა და ტრანსპორტზე გადის ჩვენი ეკონომიკური განვითარება, ჩვენი ქვეყნის განვითარება და სუვერენიტეტი.

ამ ფონზე ხდება დარგის დემონიზება. მივედით იქამდე, რომ მცირე და უწყინარი პროექტებიც იწვევს მიუღებლობას.

ამის რამდენიმე ფაქტორია, არის ცოდნის ნაკლებობა. როდესაც ცოდნის და ინფორმაციის ნაკლებობაა - თუ რა არის ჰესი, რეალურად რა ზემოქმედება შიძლება მოახდინოს 5, 7, 10 მეგავატის ჰიდროსადგურმა მოსახლეობაზე და რა სიკეთე შეიძლება მოიტანოს. ამ ფონზე მძლავრობს დეზინფორმაცია. არის ძალიან აბსურდული დეზინფორმაცია, რომელიც ვრცელდება - დაწყებული იმით, რომ ძროხების წველადობაზე მოქმედებს ჰესი და დამთავრებული არცთუ უწყინარი თემებით, რომლებიც საკმაოდ საფრთხილოა და მათზე საუბარი არ მინდა. ადამიანი ფსიქოლოგიურად ცუდს უფრო ადვილად იჯერებს“, - აცხადებს ნათია თურნავა.

მისივე თქმით, აღნიშნული გამოწვევებიდან გამომდინარე კომუნიკაციის გაძლიერების აუცილებლობა არსებობს.

„ამ პრობლემებმა დაგვანახა დარგის რეფორმის დაჩქარების აუცილებლობა. უნდა გავარღვიოთ ეს დეზინფორმაციული ფონი, არასწორი წარმოდგენები და ცოდნის ნაკლებობა ჰესებზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]