weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ეს იყო ტექნიკური ტრანზაქცია – თურნავა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ 35 ათასის შეწირვაზე

13:11 ორშაბათი, 06 მაისი 2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, 2012 წელს ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის 35 ათასი ლარი მას არ შეუწირავს. მინისტრის განმარტებით, საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ, სადაც ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა, გადარიცხვისთვის მისი ანგარიში გამოიყეენა.

„მე არ ვარ „ნაციონალური მოძრაობის შემომწირველი. მე საკუთარი თანხა არ შემიწირავს  „ნაციონალური მოძრაობისთვის“. მართლაც, ეს იყო ტექნიკური ტრანზაქცია და იმ დროს რა კომპანიაშიც ვმუშაობდი, რამდენიმე მაღალი რანგის მენეჯერის ანგარიში იყო გამოყენებული ამ ტრანზაქციისთვის. ფული არ ირიცხებოდა. აქ საუბარია ერთ კონკრეტულ ტრანზაქციაზე, რომელიც ნამდვილად ტექნიკური ტიპისაა. თქვენ შეგიძლიათ გააანალიზოთ, რატომ ხდებოდა ეს პრაქტიკა მაშინ და რასთან იყო დაკავშირებული“, – განაცხადა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

„ერთიან ნაციონალური მოძრაობისთვის“ ნათია თურნავას სახელით შეწირული 35 ათასი ლარი 2012 წლის პირველ აგვისტოს ფიქსირდება.

ყოფილი მმართველი პარტიისთვის 20 ათასი ლარის შეწირვას ტექნიკური ტრანზაქციით ამართლებს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც. მისი სახელით „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ თანხა 2012 წლის ორ აგვისტოს შესწირეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]