weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

EBRD-მა თიბისი ბანკი საქართველოში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

15:59 პარასკევი, 10 მაისი 2019

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) თიბისი ბანკი საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსებისკუთხით კიდევ ერთხელ დაასახელა ყველაზე აქტიურ ბანკად საქართველოში. აღნიშნული ჯილდო ბანკმა უკვე მეოხუთედ მიიღო.

დაჯილდოების ყოველწლიური ცერემონია ბოსნია და ჰერცოგოვინის დედაქალაქ სარაევოში გაიმართა, სადაც EBRD-ის წარმომადგენლებმა 2018 წლის წარმატებულ პარტნიორ ბანკებს უმასპინძლეს.

„ვაჭრობის დაფინანსება ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ჩვენი პარტნიორიბანკები აქტიურად უჭერენ მხარს კომპანიებს და ხელს უწყობენ მათ განვითარებას. ჩვენთვის დიდი პატივია მსოფლიოსსამი კონტინენტიდან ასეთ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. დღევანდელი დაჯილდოების ცერემონიით გვსურს,გამოვხატოთ მადლიერება და პატივისცემა ფინანსური ინსტიტუტების მიმართ“, – განაცხადა EBRD-ის მმართველმა დირექტორმა, ფრანცის მალიგმა.

EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამა (Trade Facilitation Programme), რომელიც 1999 წელს დაფუძნდა, მიზნადისახავს საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერას იმ ქვეყნებში, სადაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიინვესტიციებს ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, EBRD გასცემს გარანტიებს პარტნიორი ბანკებისთვის ადგილობრივიექსპორტიორების, იმპორტიორებისა და დისტრიბუტორების დაფინანსების მხარდასაჭერად. დღეს ვაჭრობის ხელშეწყობისპროგრამა 26 ქვეყნის 94 ბანკთან თანამშრომლობს, ხოლო 800-ზე მეტი ბანკისთვის გაცემული ფინანსური მხარდაჭერა 1.5მილიარდ ევროს აღემატება.

თიბისი ბანკი EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის წევრი 1999 წელს გახდა.

[R] თიბისი ბანკის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]