პროექტი გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიცირებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქპატენტის და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.
კონფერენციის მთავარი თემაა „მევენახეთა სექტორში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები“, ხოლო განსახილველი საკითხებია:
– ვაზის ჯიშები და ვაზის სანერგე სექტორი – ლევან უჯმაჯურიძე, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი-ცენტრი;
– ადგილწარმოშობის დასახელებები და გეოგრაფიული აღნიშვნები – დავით გაბუნია, საქპატენტის სასწავლო ცენტრი;
– ვენახების კადასტრი – ირმა მდინარაძე, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო;
– საოჯახო ტიპის მარნები და მათი განვითარება – დავით სონღულაშვილი, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი;
– ახალი თაობის შხამ-ქიმიკატები და სასუქები მევენახეობაში – ნიკოლოზ მესხი, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო;
– მშრალი საფუვრები და მეღვინეობის სხვა პროდუქტები – თემურ ორთოიძე, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი;
– ტრაქტორები და მევენახეობის მექანიზაცია – მიხეილ ალხანიშვილი, შპს „აგროტექნო“.
კონფერენციის დასასრულს თითოეულ მონაწილეს სერთიფიკატი გადაეცემა.
მევენახეთა კონფერენციას მევენახეები, აგრარული მიმართულების სტუდენტები, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრებიან.
მევენახეთა კონფერენცია გურჯაანის მუნიციპალიტეტში წელს პირველად გაიმართება და მას ყოველწლიური სახე მიეცემა.
პროექტის პარტნიორია სასტუმრო „ამბასადორი“.
[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია