weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ცენტრალურ და თვითმმართველ სტრუქტურებში ანალიტიკა ძალიან სუსტია – ქობულია

16:41 ოთხშაბათი, 15 მაისი 2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ, როგორც ცენტრალურ ხელისუფლებაში, ისე თვითმმართველობებში ანალიტიკური შესაძლებლობები ძალიან სუსტია და გადაწყვეტილებებს გაუაზრებლად იღებენ.

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გვიჭირს, ეს არის სახელმწიფო სტრუქტურებში გადაწყვეტილებების დაბალი ხარისხი და დაუკმაყოფილებელი სისწრაფე. როგორც ცენტრალურ, ისე თვითმმართველ სტრუქტურებში ძალიან სუსტია ანალიტიკური შესაძლებლობები. უმეტესი გადაწყვეტილებები, პრაქტიკულად, მოკლებულია ანალიტიკურ საფუძველს და მიიღება ემოციურ და ბოლომდე გაუაზრებელ საფუძველზე“, – განაცხადა ქობულიამ.

მისივე თქმით, ცენტრალურ და განსაკუთრებით, რეგიონულ მთავრობებში ადგილი აქვს გადაწყვეტილებების გაჭიანურებას და დაბლოკვას.

„ეს ეხება როგორც მიწების გადაცემას, ნებართვების გადაცემას... იყო რეგლამენტი, რომ 20 დღეში უნდა გაცემულიყო განსაზღვრული დოკუმენტი ინვესტორისთვის. ეს რეგლამენტი ნიშნავს, რომ 20 დღეში თუ არ გაიცა ეს დოკუმენტი, ოფიციალურად გაცემულად ითვლება. რატომღაც ეს რეგლამენტი გააუქმეს. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ის დოკუმენტები, რომელიც უნდა იყოს გაცემული 20 დღეში, გაიცემა 8 თვეში, 10 თვეში, 12 თვეში. ეს საკითხი არის მოსაგვარებელი და ასეთი რეგლამენტირება ძალიან დაგვეხმარება, რომ დისციპლინა დავამყაროთ ცენტრალურ და რეგიონულ მთავრობაში“, – განაცხადა ყოფილმა მინისტრმა.

გიორგი ქობულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობიდან 18 აპრილს გაათავისუფლეს. ის მინისტრი 9 თვე იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]