„პრემიერ-მინისტრის დავალებით, Ryanair-თან დავიწყეთ მოლაპარაკების ახალი ეტაპი. ეს მოლაპარაკებები ფაქტობრივად დასრულებულია და უახლოეს მომავალში ალბათ ხელშეკრულებასაც გავაფორმებთ. თუმცა, ამ ეტაპზე წინასწარ საუბარი მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ რეისები შესრულდეს როგორც თბილისის, ასევე ქუთაისის საერთაშორისო მიმართულებებზე“, – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
გუშინ ამავე თემაზე ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ. მისი თქმით, საქართველოში პირდაპირი რეისების შესრულებასთან დაკავშირებით, ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიასთან შეთანხმება, ფაქტობრივად, ხელმოწერილია.