weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქუთაისი მზის პანელებით ევროპის, აშშ-ის და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებს მოამარაგებს – პრემიერი

13:05 სამშაბათი, 21 მაისი 2019

ქუთაისში მზის ენერგიის მოდულების მწარმოებელი გერმანული კომპანიის, „ეი სოლარის“ ქარხანა გაიხსნა. როგორც პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა, საწარმოში 300 ადამიანი დასაქმდება.  

საწარმო 16 ათას კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და ავტომატური რობოტიზებული კონვეირების მეშვეობით 500 მეგავატის მოცულობის წლიურ წარმადობას უზრუნველყოფს. პრემიერ-მინისტრის თქმით, მზის პანელებით მოამარაგებს ისეთ მნიშვნელოვან ბაზრებს, როგორიცაა ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და ახლო აღმოსავლეთი.

„ამასთან ერთად, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამები, რომელიც დაგვეხმარება, რომ ჩვენ შევძლოთ ჩვენი პერსონალისთვის უფრო მეტი საგანმანათლებლო მოდულების დაარსება აქ, ქუთაისში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, რამდენიმე კვირაში ქუთაისში, პირველი ელექტრომობილების ქარხანის მშენებლობაც დაიწყება. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა მაღალტექნოლოგიურ წარმოებაზე იყოს ფოკუსირებული.

„საქართველოს აქვს პოტენციალი, მსოფლიო რუკაზე დაიმკვიდროს ადგილი, როგორც მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელმა ქვეყანამ“, – აღნიშნა ბახტაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]