ლარი გაუფასურდა ევროს მიმართაც, რომლის ოფიციალური კურსი 3.0848 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 3.0643 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.05 თეთრი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 22 მაისიდან შევა ძალაში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ლარის გაუფასურებას საგარეო ფაქტორებით ხსნის. როგორც მან დღეს განაცხადა, „ერთ-ერთი განმაპირობებელი თურქეთის ფაქტორია“.
„მიუხედავად იმისა, რომ კურსი 2.80-ს მიუახლოვდა, ჩვენ ვერ ვხედავთ ინფლაციურ ზეწოლას. დარწმუნებული ვართ, რომ ინფლაცია, ანუ ფასების ზრდა იქნება იმ ზღვარში, რაც ეროვნულ ბანკს აქვს დადგენილი. ის ნაწილი კი, ვისაც აქვს სესხი დოლარში და ვინც ყველაზე მეტად მოწყვლადია ამ დროს, ჩვენ დედოლარიზაციის ღონისძიებებით ვცდილობთ, რომ ეს შევამციროთ“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.