weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

500 ლარამდე ამანათების განბაჟების გარეშე შემოტანას პარლამენტის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა

00:01 სამშაბათი, 28 მაისი 2019

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა „ევროპული საქართველოს“ კანონპროექტს, რომელიც ფიზიკური პირების მიერ საფოსტო გზავნილით მიღებული საქონლის 300-ლარიანი ლიმიტის 500 ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს.

დღეს მოქმედი კანონის თანახმად, თუ გამოწერილი საქონლის ღირებულება 300 ლარს აღემატება, ის განბაჟებას ექვემდებარება.

„ევროპული საქართველოს“ განმარტებით, თავის დროზე ზღვარი 200 დოლარამდე ღირებულების პროდუქციის შემოტანაზე დაწესდა, დღეს კი 200 დოლარის ექვივალენტი უკვე 500 ლარს აჭარბებს.

კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიზანი იმ ფიზიკური პირებისთვის ხელის შეწყობაა, რომლებსაც ელექტრონულად გამოწერილი იმავე ფასის და ოდენობის საქონლის შემთხვევაში საფოსტო გზავნილებით მიღებულ საქონელზე კურსთა სხვაობით უწევთ განბაჟება.

„კანონპროეტი ითვალისიწნებს ცვლილებების შეტანას საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლში, რაც გულისხმობს, ფიზიკური პირების მიერ საფოსტო გზავნილით მიღებული საქონლის 300 ლარიანი ლიმიტის 500 ლარამდე გაზრდას, რაც კურსთა სხვაობის კომპენსაციას წარმოადგენს. აღნიშნული ლიმიტი შეეხება იმ პროდუქციას, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის არ არის განკუთვნილი“, – განაცხადა კანდელაკმა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს დასკვნა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. მისი თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის არსებობს სტანდარტი. ევროდირექტივით დაწესებულია 10-ევროიანი ზღვარი, რომელიც, შესაძლებელია აიწიოს არაუმეტეს 22 ევრომდე. გიორგი კაკაურიძის თქმით, საქართველო, როგორც არაწევრი სახელმწიფო არ არის ვალდებული აღნიშნული ზღვარი დაიცვას, თუმცა არსებობს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის ფარგლებშიც იგეგმება საგადასახადო კანონმდებლობის ჰარმონიზაცია დღგ-სთან მიმართებაში. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ფისკალურ ეფექტზე, რომელიც ფინანსთა სამინისტროს გათვლით, დაახლოებით 40 მილიონით შემცირდება.

განბაჟების 300-ლარიანი ლიმიტი 2009 წლის 10 აგვისტოს დადგინდა. მანამდე, 2007-2009 წლებში, საფოსტო გზავნილების განბაჟების 1500-ლარიანი ლიმიტი მოქმედებდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]