weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სახელმწიფო წყალტუბოში 5 ყოფილ სანატორიუმს 21 მილიონ ლარად ყიდის

12:12 ოთხშაბათი, 29 მაისი 2019

წყალტუბოში მდებარე ხუთი ყოფილი სანატორიუმი 21 მილიონ ლარად იყიდება. სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ სანატორიუმების პრივატიზება სასტუმროს გახსნის მიზნით განიხილება.

სააგნეტოს ინფორმაციით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს 2018 წლის შეფასების მიხედვით, 1937 წელს აშენებული სანატორიუმ მეგობრობის“ საპრივატიზებო ღირებულება 5 232 300 ლარია. ყოფილი სანატორიუმის ფართობი 104 176 კვ.მ-ია;

1961 წელს აშენებული, სანატორიუმი „იმერეთი“, რომელიც 41 150 კვ.მ-ს მოიცავს, 3 002 000 ლარად არის შეფასებული;

1939 წელს აშენებული სანატორიუმ „ფილიალის“ საპრივატიზებო ღირებულება 1 969 100 ლარია. სანატორიუმის ფართობი 34 023 კვ.მ-ია;

სტალინის აგარაკი - სანატორიუმი „წყალტუბო“ 1940 წელს აშენდა და 250 768 კვ.მ-ს მოიცავს. ის 8 457 000 ლარად არის შეფასებული;

1975 წელს აშენებული, 14 440 კვ.მ-ზე მდებარე პანსიონატ „სავანეს“ საპრივატიზებო ღირებულება 2 058 000 ლარს შეადგენს.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საპრივატიზებო პირობების ჩამოყალიბება ინვესტორების მხრიდან წარმოდგენილი დაინტერესებების საფუძველზე მოხდება. გაყიდვის წინ კვლავ მოხდება სანატორიუმების ღირებულების გადაფასება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]