weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა უახლოეს თვეებში დაიწყება – მთავრობა

12:26 ოთხშაბათი, 29 მაისი 2019

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოში ელექტრომობილების მწარმოებელი საწარმოს მშენებლობასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ქართული კომპანია „აი გრუპისა“ და ჩინური კომპანია „ჩანგანის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

პროექტის თანახმად, კომპანია „აი გრუპი“ ქუთაისში, 100 ჰექტარ ტერიტორიაზე, 24 თვეში ელექტრომობილების მწარმოებელ საწარმოს ააშენებს. ქარხანაში 300-მდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება, საწარმოს ამოქმედებიდან 18 თვეში კი არანაკლებ 5 000 ელექტრომობილი დამზადდება. საწარმო მთავრობის ხელშეწყობით აშენდება და რეგიონში პირველი იქნება ელექტრომობილების წარმოების მიმართულებით.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და ჩინეთის განსაკუთრებულ ურთიერთობებს და განაცხადა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამ ურთიერთობის ნაწილი იყოს ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიცაა „ჩანგანი“.

შეხვედრის შემდეგ, ელექტრომობილების მწარმოებელი საწარმოს მშენებლობასთან დაკავშირებით მემორანდუმები გაფორმდა. დოკუმენტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი დუგლაძემ, ქართულმა კომპანია „აი გრუპისა“ და ჩინური კომპანია „ჩანგანის“ წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი.

რეგიონში პირველი ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ცოტა ხნის წინ გააკეთა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]