weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

რუსეთის მოქალაქის კომპანიას გუდაურში მიწის ნაკვეთი 15 წლით გადაეცემა

16:30 ორშაბათი, 10 ივლისი 2017

რუსეთის ფედერაციის მოქალაქის კუთვნილ შპს „ოპტიმას“, საინვესტიციო ვალდებულების გარეშე, სახელმწიფოსგან 15 წლიანი იჯარით გადაეცემა ყაზბეგში, დაბა გუდაურში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც 906 000 ლარად არის შეფასებული.

რუსეთის მოქალაქის საკუთრებაში არსებული კომპანია - შპს „ოპტიმა“ გამოცხადდა გამარჯვებულად 2017 წლის 6 ივლისს დასრულებულ ელექტრონულ აუქციონზე, რის შედეგადაც მას 15 წლის ვადით გადაეცემა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დაბა გუდაურში მდებარე 507,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებული აუქციონის პირობების მიხედვით, მიწის ნაკვეთი, რომლის ღირებულება 906 000 ლარით არის განსაზღვრული, საინვესტიციო ვალდებულებების გარეშე გაიჯარდება.  

ოფიციალური მონაცემებით, შპს „ოპტიმა“ (ს/კ - 405122031) საქართველოში 2015 წლის 26 ოქტომბერს არის დარეგისტრირებული. მისი დირექტორი და 100 % წილის მესაკუთრეა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ვახტანგ ბერაია.

გარდა ამისა, როგორც საჯარო რეესტრის მონაცემებით ირკვევა, 2017 წლის 8 ივნისს შპს „ოპტიმა“-ს იჯარით გადაეცა დაახლოებით 700 კვ.მ ფართობი ქ. თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე მდებარე შენობაში, სადაც განთავსებულია „შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი“.

საინფორმაციო ცენტრების ქსელმა გამოარკვია, რომ აღნიშნული კომპანიის მფლობელმა ვახტანგ ბერიამ, დაახლოებით 2 თვის წინ საქართველოში კიდევ საწარმო - შპს „სოლთ“ დააფუძნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]