weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სააგენტოს უფროსი, რომელმაც ფოთში პორტის მშენებლობაზე ნებართვა გასცა, გადააყენეს

12:28 ხუთშაბათი, 30 მაისი 2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, თანამდებობიდან გათავისუფლებულია მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი, რომელმაც სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურს“ („ეიპიემ ტერმინალსის“ შვილობილი კომპანია) ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა მისცა.

„პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ეს დოკუმენტი, რომელიც გაიცა, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას. ეს არის ე.წ. მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი, რომელიც გაიცა ერთ-ერთი ჩვენი სააგენტოს კერძოდ, მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით ისე რომ, ეს საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული მთავრობის არცერთ მოქმედ წევრთან და არც ჩემთან პირადად.

გარდა ამისა, როგორც გაირკვა, იქ არის პროცედურული დარღვევები, რითიც არის გაცემული ეს დოკუმენტი. აქედან გამომდინარე, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება და გაუქმდა ეს დოკუმენტი, ასევე სააგენტოს ხელმძღვანელი გადაყენებულია დაკავებული თანამდებობიდან“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით „ეიპიემ ტერმინალსმა“ ინფორმაცია გუშინ, 29 მაისს გაავრცელა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ განაცხადა, რომ ამ ნებართვის შესახებ არაფერი იცოდნენ. კონსორციუმმა მთავრობა ინფორმაციის დამალვაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ თუ ფაქტს მყისიერი და რადიკალური რეაგირება არ მოჰყვებოდა, ანაკლიის პორტის მშენებლობა შეჩერდებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]