„მათ შორისაა, თიანეთი-ახმეტის დამაკავშრებელი გზა, რომლის დასრულების შემდეგ 110-კილომეტრიანი მონაკვეთის გავლის ნაცვლად, ჩვენ შევძლებთ 28-კილომეტრიანი გზით დავაკავშიროთ ეს ორი რეგიონი, რაც ბევრად უფრო სწრაფად და უსაფრთხოდ გადაადგილებას ნიშნავს. ასევე, მიმდინარეობს გურჯაანის შემოვლითი ახალი 16-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, 2020 წელს კი ვიწყებთ ბაკურციხე-წნორის გზის მშენებლობას. წელს დარსულდება თბილისი-ბაკურციხის 4-ზოლიანი მაგისტრალური გზის პროექტირება, რომლის საორიენტაციო ღირებულება 1 მილიარდი ლარია, რაზეც უკვე ინტენსიური მოლაპარაკების ფაზაში ვართ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან“, – განაცხადა მინისტრმა.
მაია ცქიტიშვილის თქმით, რეგიონში დაახლოებით 40 მილიონი ლარის ღირებულების 117 კილომეტრის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე უკვე გაფორმებულია კონტრაქტი და თითქმის ყველა სოფელში მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები.