weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

კახეთში 5-მეგავატიანი მზის ელექტროსადგური აშენდება – თურნავა

17:50 ხუთშაბათი, 30 მაისი 2019

„განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებაში კახეთს შეუძლია, მნიშვნელოვანი სიტყვა თქვას, პირველად სწორედ აქ ჩაეყრება საფუძველი შედარებით ახალ სფეროს, ეს არის მზის ენერგეტიკა. კახეთი არის რეგიონი, სადაც პირველი, 5-მეგავატიანი მზის ელექტროსადგური აშენდება“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ​ხუთმეგავატიანი ელექტროსადგური საგარეჯოს რაიონში, უდაბნოში აშენდება. მისივე თქმით, ეკონომიკის სამინისტრო, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად მუშაობს, რომ უახლოეს პერიოდში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით, გამოცხადდეს ტენდერი კახეთის რეგიონში 30-დან 50-მეგავატამდე ახალი, მზის ელექტროსადგურის მშენებლობასა და ოპერირებაზე .

„მზის ელექტროგენერაციის თვალსაზრისით კახეთი მართლაც გამორჩეულია თავისი ბუნებრივი პირობებით, რადგან მზის ენერგიასთან ერთად აქ არსებობს თავისუფალი მიწის ფართობები და ჩვენი პროექტი გვიჩვენებს, რომ კახეთი ზუსტად არის მორგებული ამ სფეროს“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავამ ასევე ყურადღება გაამახვილა რეფორმებზე, რომლებიც ენერგეტიკის სფეროში ხორციელდება. მისი თქმით, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულებები ევროპელი პარტნიორების წინაშე ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ამასთან, 2017 წლიდან საქართველო ენერგეტიკული თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრია, რაც ნიშნავს როგორც პასუხისმგებლობას, ასევე შესაძლებლობებს, რომ ევროპული ტიპის მწვანე ენერგეტიკის საფუძველზე რამდენიმე წელიწადში ევროპული ტიპის მწვანე ეკონომიკად გარდავიქმნათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]