weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მიწაზე საკუთრების უფლების უფასო რეგისტრაცია 2019 წლის ბოლომდე გაგრძელდება

15:31 ორშაბათი, 03 ივნისი 2019

სისტემური და სპორადული წესით მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესი 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას განცხადებით, რეფორმის შედეგად გამარტივებული პროცედურების ამოქმედების შემდეგ, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას მოქალაქეები სხვადასხვა მომსახურებით უფასოდ სარგებლობენ, კერძოდ: დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება, მედიაცია, მათ შორის, სანოტარო მედიაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება, რაც ელექტრონული ნახაზის გარეშე არსებული მონაცემების დაზუსტების მიზნით ცვლილების უფასოდ რეგისტრაციას გულისხმობს.

სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ კანონი 2019 წლის 1 ივლისამდე მოქმედებდა.

„ვინაიდან, მიწის პირველადი რეგისტრაციის პროცესი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, კანონპროექტი მიზნად ისახავს 2016 წელს დაწყებული რეფორმით დასახული მიზნის სრულად განხორციელებასა და ამ დროისთვის უკვე აპრობირებული, ქმედითი და ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ხელშეწყობას“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

სტატისტიკური მონაცემებით, რეფორმის დაწყებიდან 2019 წლის მაისის მდგომარეობით უკვე რეგისტრირებულია 661 100-ზე მეტი მიწის ნაკვეთი. მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, საჯარო რეეტრის ეროვნულ სააგენტოს ყოველდღიურად 1500-დან 2000-მდე განცხადება წარედგინება. ცალკეულ დღეებში განცხადებების რაოდენობამ კი დღეში 5000-ს გადააჭარბა. 2019 წლის მაისის მდგომარეობით, სააგენტოში 86 400-ზე მეტ განცხადებაზე მიმდინარეობს სარეგისტრაციო წარმოება. ამ განცხადებების ნაწილი, კერძოდ, 27 320-ზე მეტი განცხადება საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით გადაგზავნილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიებში, ხოლო 54 200-ზე მეტ განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში მიმდინარეობს სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან საჭირო დოკუმენტაციის მოძიების პროცესი. 4900 – ზე მეტი ახლად წარმოდგენილი განცხადება განხილვის პროცესშია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]