weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ყაზბეგში პილიგრიმული სასტუმრო გაიხსნება

13:48 სამშაბათი, 11 ივლისი 2017

ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში პილიგრიმული სასტუმრო „სნო“ 23 ივლისს გაიხსნება. სასტუმროს მმართველი კომპანიის „ჰორეკას“ დირექტორის შალვა ალავერდაშვილის განცხადებით, 34 ნომრიანი სასტუმრო ძირითადად სნოში მისულ მომლოცველებს მოემსახურება.

პილიგრიმული სასტუმრო მართლმადიდებელი მრევლის შემოწირულობით საპატრიარქომ ააშენა, მის მართვას კი კომპანია HORECA Management Group განახორციელებს.

„სასტუმრო 70-75 სტუმარზეა გათვლილი. სხვა სტუმრებზეც იმუშავებს, მაგრამ ძირითადი მიმართულება მომლოცველი ტურისტების მომსახურება იქნება. ასე ვთქვათ სოციალური სასტუმროა, ადგილობრივ მცხოვრებლებს დაასაქმებს. მიღებული მოგება კი სოციალურად დაუცველებსა და ადგილობრივ მოსახლეობაზე დახმარების სახით განაწილდება“, - უთხრა „რეგინფოს“ შალვა ალავერდაშვილმა.

სოფელი სნო ყაზბეგიდან 7 კილომეტრში მდებარეობს. ის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის (ერისკაცობაში ილია შიოლაშვილი) მშობლიური სოფელია. სნოში პატრიარქის სახლი და სტეფანწმინდისა და ხევის ეპისკოპოსის რეზიდენციაა. ტურისტების ყურადღებას იპყრობს სნოს ციხე, რომელიც XVI-XVII საუკუნეებშია აშენებული. სოფელში ორი მოქმედი ქრისტიანული ტაძარია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]