weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

წელს ფერმერებს ატმის რეალიზაციის პრობლემა არ შეექმნებათ – მინისტრის მოადგილე

13:31 შაბათი, 08 ივნისი 2019

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით, წელს ფერმერებს ატმის რეალიზაციის პრობლემა არ შეექმნებათ.

როგორც პავლიაშვილმა გურჯაანში განაცხადა, ატმის მოსავალზე ინფორმაციის მოპოვებას, სისტემატიზაციას, ფერმერებისა და ატმის რეალიზატორების დაკავშირების ხელშეწყობას სამინისტროს მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი უზრუნველყოფს.

„ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, ექსპორტიორებისთვის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელდება ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა. აღნიშნულ პროცესში ჩართული იქნებიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ატმის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, საორგანიზაციო შტაბი გურჯაანში გასულ წლებშიც მუშაობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]