weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბათუმი მსოფლიო ტურისტული ჯილდოს მფლობელი გახდა - World Travel Awards

14:38 კვირა, 09 ივნისი 2019

ბათუმმა ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული მიიღო. World Travel Awards-ის ჯილდოს მფლობელი პორტუგალიაში, კუნძულ მადეირაზე გამოვლინდა. ბათუმის კონკურენტები იყვნენ სოფია (ბულგარეთი), მატერა (იტალია), ბაქო (აზერბაიჯანი), ლუბლიანა (სლოვენია), კუტნა ჰორა (ჩეხეთი), მოსტარი (ბოსნია ჰერცეგოვინა) და დერი (ჩრდილოეთ ირლანდია).

ბათუმისთვის ხმის მიცემა 28 აპრილამდე ნებისმიერ მსურველს ღონისძიების ოფიციალურ ვებგვერდზე შეეძლო. დაჯილდოების ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი მთავრობის დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად დაესწრნენ.

„ჩვენი სტრატეგია ძალიან დიდი ხანი მოდიოდა აქეთკენ. ვულოცავ მთელ ქვეყანას, კუთხესა და ქალაქს ამ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებასა და აღიარებას. დღეს ჩვენ ვართ ყველაზე სწრაფად მზარდი ევროპული მიმართულება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი განვითარებისთვის, ჩვენი ეკონომიკისთვის. ეს ყველა იმ ადამიანის გამარჯვებაა, ვინც არ დაიზარა და ხმა მისცა ბათუმს“, – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, სულხან ღლონტმა.

World Travel Awards-ის ღონისძიება 1993 წლიდან ტარდება. დაჯილდოებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული. მათ შორისაა წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები.




Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]