weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჩვენ ხორბლის ახალი ჯიშების წარმოების დიდი პოტენციალი გვაქვს - მინისტრი

13:33 ორშაბათი, 10 ივნისი 2019

მარნეულის მუნიციპალიტეტში ხორბლის სასელექციო-სადემონსტრაციო ღია კარის დღე გაიმართა. „ლომთაგორას“ ნაკვეთზე წარმოდგენილი იყო ქართული ხორბლის ისეთი ენდემური ჯიშები, როგორებიცაა: ჩელტა ზანდური, გვაწა ზანდური, მახა, დიკა, დოლის პური, შავფხა, ტრიტიკალე, ჰელტოპი და რაფსი.

„ბოლო წლებში სახელწმიფომ სისტემური მიდგომა დაიწყო მარცვლოვანი კულტურების განვითარების, განსაკუთრებით ხორბლის განვითარების მიმართულებით, რაც უკავშირდება სათესლე მასალის სწორად შერჩევას. ეს დიდ სამეცნიერო სამუშაოებს მოიცავს და აქ მნიშვნელოვანია კერძო სექტორის როლი და ფერმერების აქტიური ჩართულობა. ღია კარის დღეებს, ე.წ., „მინდვრის დღეებს“ ყოველ წელს ვმართავთ. გვინდა ადგილობრივ ფერმერებს ერთობლივი მუშაობით შევურჩიოთ სწორი სათესლე მასალა, რაც კომერციული წარმოების პირობებში უფრო პროდუქტიულ და უფრო მაღალ შედეგებს მოგვცემს“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

მისივე განცხადებით, სახელმწიფომ საკანონმდებლო ბაზა შექმნა, რომელიც სავალდებულო წესით ხორბლის სათესლე მასალის სერტიფიცირებას ითვალისწინებს. ქართული ენდემური ჯიშები განსაკუთრებულ ღირებულებას წარმოადგენს სელექციონერებისთვის არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.

„მოგეხსენებათ, საქართველომ იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის „მსოფლიო გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ნუსხაში“ ქართული ხორბლის კულტურა წარადგინა. ხორბალი ჩვენი ერის ფორმირების განუყოფელი ნაწილია. ჩვენ სელექციის და ახალი ჯიშების წარმოების უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

ღია კარის დღეების ფარგლებში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა ახალი ტექნოლოგიებით გამოყვანილი ხორბლის თესლის წარმოებაზე იმსჯელეს, რომელიც შუა აზიისა და ევროპის ქვეყნებში უკვე გამოიყენება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]