weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ფოთში მეთევზეებმა საპროტესტო აქცია გამართეს

20:43 ოთხშაბათი, 12 ივლისი 2017
ფოთში მეთევზეებმა საპროტესტო აქცია გამართეს ფოტო © "ლაივპრესი"

ფოთში მეთევზეებმა და მათი ოჯახის წევრებმა ბათუმი-ფოთის დამაკავშირებელი ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს. მათ პალიასტომის ტბაზე თევზჭერაზე დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს. მეთევზეები ამბობენ, რომ თევზჭერა მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა და საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვენ. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პროტესტის ნიშნად თვითდაზიანებები მიიყენა.

პალიასტომის ტბა კოლხეთის დაცულ ტერიტორიაში შედის. ამიტომ თევზჭერისთვის საჭირო ბადეებსა და იარაღებზე შეზღუდვებია დაწესებული.

"მეთევზეები ითხოვენ გაშვებას და მუშაობას, რაც ოდითგანვე იყო დაშვებული. ესენი კანონის ენით ლაპარაკობენ, გამძღარი ხალხი. ვერ აიტანს ხალხი ამას, ვერ შეეგუება. მე ვიძლევი სიტყვას, რომ თავს მოვიკლავ", - განაცხადა აქციის მონაწილემ მზია სიჭინავამ.

ფოთში იმყოფებოდა გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი კარლო ამირგულაშვილი, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას და მეთევზეებს კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციულ შენობაში შეხვდა.

"ლაივპრესის" ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ სამინისტროს წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს უთხრეს, რომ მათ პალიასტომის ტბის გაგრძელებაზე, ნათხარის ტერიტორიაზე თევზაობის უფლება ექნებათ. რაც შეეხება, თევზჭერისთვის 150 მეტრზე გრძელი ბადის გამოყენებას და ტბაზე მძლავრმოტორიანი კატერით გადაადგილებას, სამინისტროს წარმომადგენლების განმარტებით, ამ საკითხს მომავალში განიხილავენ.

თევზის მოპოვების წესები, ვადები და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღები მთავრობის დადგენილებით არის განსაზღვრული. კარლო ამირგულაშვილის თქმით, მთავრობასთან შეთანხმების შემდეგ შესაძლებელი იქნება დადგენილებაში ისეთ ცვლილებების შეტანა, რომელიც სარგებელს მოუტანს როგორც გარემოს, ისე მეთევზეებს.

მეთევზეების თქმით, იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პროტესტის რადიკალურ ზომებს მიმართავენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]