weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ბაქო–ბათუმი–ბაქოს მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები შესრულდება

11:54 შაბათი, 15 ივნისი 2019

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Buta Airways-ი ბაქო-ბათუმის მიმართულებით პირდაპირ რეისებს შეასრულებს. ფრენები კვირაში ორჯერ – პარასკევს და კვირას განხორციელდება.

პირველი რეისით 14 ივნისს, ბათუმს Buta Airways-ის დირექტორი ნაზიმ სამედოვი ესტუმრა. დახვედრის საზეიმო ცერემონიალში ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური კონსული ბათუმში პარვიზ ისმაილზადა მონაწილეობდნენ.

„აღნიშნული ავიარეისი მნიშვნელოვანი და მოსახერხებელია, ვინაიდან მრავალსაათიანი მოგზაურობის ნაცვლად, აზერბაიჯანელ ვიზიტორებსა და ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, მაქსიმუმ საათნახევარში განახორციელონ მგზავრობა. აღნიშნული ავიარეისი ხელს შეუწყობს ჩვენს ქალაქებს შორის, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებისა და ტურიზმის განვითარებას. ბათუმში ტურისტული სეზონი იხსნება, რაც წლევანდელი ტურისტული სეზონის შესანიშნავი საჩუქარი და დასაწყისია“, – განაცხადა ლაშა კომახიძემ.

ბათუმი მეორე ქალაქია საქართველოში, სადაც Buta Airways-ი განახორციელებს ფრენებს. რეგულარული რეისები უკვე სრულდება თბილისის მიმართულებით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]