weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თიბისის რეგიონული ბიზნეს ფორუმი წინანდალში

13:43 ორშაბათი, 17 ივნისი 2019

წინანდალში, სასტუმრო „რედისონ კოლექშენში“ თიბისის ორგანიზებითა და ფონდ EFSE-ს მხარდაჭერით, რეგიონალური ბიზნეს ფორუმი გაიმართა. მასში მონაწილეობას იღებდნენ მცირე და საშუალო მეწარმეები.

მონაწილეებს ბიზნესისთვის აქტუალურ თემაზე ინფორმაცია დარგის ექსპერტებმა მიაწოდეს. ისაუბრეს მცირე მეწარმის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, აგროტურიზმის უპირატესობასა და ახალი რეგულაციების შესახებ. სესია თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ ქურდიანმა გახსნა. როგორც მან საუბარში აღნიშნა, ფორუმის ძირითადი მიზანი ბიზნესმენების ერთად შეკრებაა.

„ეს არის რიგით მესამე ფორუმი, რომელსაც ვმართავთ წინანდალში. პირველი ორი, ბათუმსა და წყალტუბოში ჩატარდა. ფორუმის ძირითადი მიზანია, ბიზნესმენების ერთად შეკრება და საკუთარი აზრების, გამოცდილების გაზიარება. იყო ვორქშოპები კონკრეტულ თემებზე, როგორიცაა: სასტუმროების მართვა, სოციალური მედიამარკეტინგი და ა.შ. დღეს, აქ არიან ჩვენი ბანკის მომხმარებლები, პარტნიორები და რეგიონში მოღვაწე აქტიური ბიზნესმენები, 150- ზე მეტი საწარმოა წარმოდგენილი. ამ შეხვედრებს ვახორციელებთ ჩვენი პარტნიორი ფონდის EFSE -ს მხარდაჭერით. ვფიქრობთ, მომავალი ღინისძიება სამცხე ჯავახეთში გვექნება.“

ბიზნეს ფორუმის შედეგებით კმაყოფილია ინდმეწარმე ნონა ბეჟუაშვილი, როგორც მან აღნიშნა, ის თიბისი ბანკის აქტიური მომხმარებელია.

„ბევრი დადებითი ინფორმაცია მივიღე . მომეწონა ფორმატი და მოხარული ვიქნები თუ მსგავსი შეხვედრები მომავალშიც ჩატარდება. მე საკუთარი, პატარა ბიზნესიც მაქვს, ფაქტობრივად აქ ვიყავი, როგორც ბანკის მომხმარებელი, ასევე ბიზნესის წარმომადგენელი, ამიტომ დღევანდელი შეხვედრა ორივე კუთხით იყო საინტერესო.“

ფორუმის დასასრულს ჩატარდა ვორქშოპები თემაზე: „ყურადღების მიპყრობის ერა ანუ მარკეტინგის ციფრული ტრანსფორმაცია“, „როგორ წამოვიწყოთ ექსპორტი“, „სასტუმრო მასპინძლობის ინდუსტრიაში“ და ა.შ. ვორქშოპების შემდეგ მონაწილეებს ერთმანეთისა და მოწვეული სპიკერების უკეთ გაცნობის საშუალებაც მიეცათ.

აჭარის, იმერეთისა და კახეთის შემდეგ ბიზნესფორუმი საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაიმართება.

[R] თიბისი ბანკის ინფორმაცია
 
Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]