300 მგზავრზე გათვლილი მატარებელი ბათუმიდან ურეკის მიმართულებით 15:55 და 19:20 საათზე გავა, ურეკიდან ბათუმში კი 17:10 და 20:45 საათზე დაბრუნდება. მგაზვრობის ხანგრძლივობა 1 საათი და 5 წუთია.
მატარებლის ბილეთის შეძენა „ფეიბოქსის“ აპარატებით, სწრაფი გადახდის კომპანიების ვებ-გვერდებსა და რკინიგზის სადგურის სალაროებშია შესაძლებელი. მგზავრებს ბილეთის საფასურის გადახდა ვაგონშივე შეუძლიათ.
ბათუმი-ურეკის მატარებელი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და საქართველოს რკინიგზის ერთობლივი პროექტია.