weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბათუმი–ურეკის მიმართულებით მატარებლის ახალი რეისი დაინიშნა, მგზავრობა 4 ლარი ღირს

11:24 პარასკევი, 14 ივლისი 2017

ზაფხულის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით ბათუმიდან ურეკის მიმართულებით ახალი მატარებელი დაინიშნა. სარკინიგზო რეისი ბათუმი-ურეკი-ბათუმი ყოველდღე, დღეში ორჯერ შესრულდება. ბილეთის ფასი 4 ლარია.

300 მგზავრზე გათვლილი მატარებელი ბათუმიდან ურეკის მიმართულებით 15:55 და 19:20 საათზე გავა, ურეკიდან ბათუმში კი 17:10 და 20:45 საათზე დაბრუნდება. მგაზვრობის ხანგრძლივობა 1 საათი და 5 წუთია.

მატარებლის ბილეთის შეძენა „ფეიბოქსის“ აპარატებით, სწრაფი გადახდის კომპანიების ვებ-გვერდებსა და რკინიგზის სადგურის სალაროებშია შესაძლებელი. მგზავრებს ბილეთის საფასურის გადახდა ვაგონშივე შეუძლიათ.

ბათუმი-ურეკის მატარებელი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და საქართველოს რკინიგზის ერთობლივი პროექტია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]