ამერიკელი დიპლომატი ჯულიუს ცაი ამბობს, რომ საქართველოში ყოველ სეზონს ახალი ხედები და აღმოჩენები მოაქვს. დიპლომატი თბილისში, გუდაურში, ბორჯომში, ბათუმში, სიღნაღსა და ზუგდიდში გატარებულ დროზე წერს.
დიპლომატი ერინ ჯარეტი კი ამბობს, რომ საქართველომ მისი გული დაიპყრო. ის ყველა მეგობარსა და ოჯახის წევრს ურჩევს, ზაფხული საქართველოში გაატაროს.
სოციალურ ქსელში საქართველოს მხარდამჭერი არაერთი კამპანია მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით ფრენა აუკრძალა.