weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„საქართველოს რკინიგზის“ 20 თანამშრომელს, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის საერთაშორისო სერტიფიკატები გადაეცათ

17:25 სამშაბათი, 25 ივნისი 2019

საქართველოს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლებმა სამკვირიანი ტრენინგი გაიარეს.

კომპანია SafCo-ს საერთაშორისო კვალიფიკაციისა და სერთიფიკატების მქონე ტრენერების მიერ ჩატარებეული ტრენინგი „მართე - უსაფრთხოდ“, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, ბრიტანული სასერტიფიკატო პროგრამის - IOSH (The Institution of Occupational Safety and Health) ლიცენზირებულ სასწავლო კურსს წარმოადგენს.

„საქართველოს რკინიგზის“თანამშრომლების მიერ აღნიშნული ტრენინგის გავლა, კომპანიაში შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის დანერგვას ემსახურება, რაც უზრუნველყოფს თანამშრომელთა დაცვას მავნე და სახიფათო სამუშაო ფაქტორებისგან, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებას და მნიშვნელოვად შეუწყობს ხელს მომუშავეთა ჯანმრთელობისა და საწარმოო პროცესის უსაფრთხოებას.

[R] „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაცია
 
Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]