weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ისე ვვითარდებით, ლარს საფრთხე არ უნდა დაემუქროს – თურნავა

10:59 ხუთშაბათი, 27 ივნისი 2019

„ჩვენ ვვითარდებით იმდაგვარად, რომ ლარს გრძელვადიან პერსპექტივაში საფრთხე არ უნდა დაემუქროს“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, პოლიტიკური სტაბილურობა არის ის ფაქტორი, რომელიც ლარის კურსზე პოზიტიურად აისახება.

„ჩვენი მაკროეკონომიკა ჯანსაღია, მყარია, არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ვიფიქროთ, რომ ლარს გრძელვადიანი საფრთხე ემუქრება. თუმცა, ისიც მინდა ვთქვა, რომ პოლიტიკური სტაბილურობა, სიმშვიდე, ეს არის ის ფაქტორები, რომლებიც ყოველთვის პოზიტიურად მოქმედებს მთლიანად ეკონომიკაზე, ინვესტიციებზე, მათ შორის, ლარის კურსზე“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

დღეს, 27 ივნისს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8470 ლარია. ოფიციალური კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.8333 ლარს შეადგენდა, ერთი კვირის წინ კი 2.7871 ლარი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]