„ჩვენი მაკროეკონომიკა ჯანსაღია, მყარია, არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ვიფიქროთ, რომ ლარს გრძელვადიანი საფრთხე ემუქრება. თუმცა, ისიც მინდა ვთქვა, რომ პოლიტიკური სტაბილურობა, სიმშვიდე, ეს არის ის ფაქტორები, რომლებიც ყოველთვის პოზიტიურად მოქმედებს მთლიანად ეკონომიკაზე, ინვესტიციებზე, მათ შორის, ლარის კურსზე“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
დღეს, 27 ივნისს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8470 ლარია. ოფიციალური კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.8333 ლარს შეადგენდა, ერთი კვირის წინ კი 2.7871 ლარი იყო.