weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ბახტაძე ლარის კურსზე – საქმე გვაქვს მოკლევადიან და დროებით მოვლენასთან

22:45 ხუთშაბათი, 27 ივნისი 2019

„სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ნეგატიური ზემოქმედება მოახდინა ეკონომიკაზე. ეს ფაქტია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ლარის კურსთან დაკავშირებით. დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8791 ლარი გახდა.

მამუკა ბახტაძის შეფასებით, ნეგატიურ მოლოდინებზე მნიშვნელოვნად აისახა პირდაპირი ფრენების აკრძალვასა და რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში ტურისტების ჩამოსვლასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებაც.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ლარის კურსის შემთხვევაში საქმე გვაქვს მოკლევადიან და დროებით მოვლენასთან.

„ეს ყველაფერი დამშვიდდება. ქვეყანა არის სტაბილური განვითარების კალაპოტში. ამავე დროს, თითოეული ფუნდამენტური ფაქტორი ჩვენს ეკონომიკაში, რომელიც განსაზღვრავს ეკონომიკის მდგრადობას, საკმაოდ კარგ ნიშნულზეა. ამ პროცესებმა ნეგატიური დისონანსი შეიტანა ეკონომიკურ ცხოვრებაში, მაგრამ ამავე დროს, მაკროეკონომიკური ფაქტორები არის საკმაოდ ჯანსაღი, შესაბამისად, ჩვენ მნიშვნელოვან ცვლილებებს ამ თვალსაზრისით არ ველოდებით. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უფრო აქტიურად უნდა ვიმუშაოთ იმ პრობლემების მოგვარებაზე, რომელიც შეგვექმნა ამ მოკლევადიან პერიოდში და ამავე დროს უფრო ეფექტურად დავნერგოთ ჩვენი სამთავრობო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სწორედ იმას, რომ საქართველო იყოს ნაკლებად მოწყვლადი. ჩვენ რეალობას ვუსწორებთ თვალს და ვეთანხმებით შეფასებას, რომ ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ნეგატიური ფონი შექმნა ჩვენს ეკონომიკაში“, – აღნიშნა პრემიერმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]