weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ურალის ავიახაზები“ რუსეთის მოქალაქეებს ბათუმის ნაცვლად მაგადანში გამგზავრებას სთავაზობს

18:23 ორშაბათი, 01 ივლისი 2019

რუსული ავიაკომპანია „ურალის ავიახაზები“ რუსეთის მოქალაქეებს სთავაზობს, ბათუმის ნაცვლად მაგადანში გაემგზავრონ. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს.

კომპანია მგზავრებს პირდება, რომ საქართველოს რეისზე გაუქმებული ბილეთების ფულს უკან დააბრუნებს და ამასთან, სთავაზობს მათ, რომ შეუძლიათ, მაგალითად, ეკატერინბურგი-ბათუმის რეისის ბილეთები, თანხის დამატების გარეშე, ეკატერინბურგი-მაგადანის რეისის ბილეთში გადაცვალონ.

„ურალის ავიახაზები“ მგზავრებს, რომელებიც იძულებულნი არიან ბილეთი დააბრუნონ, ან მისი გადაცვლა სურთ, მოთმინებისკენ მოუწოდებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ძალიან გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ამ საკითხის გასარკვევად მათ „ქოლ ცენტრში“ რეკავენ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 ივნისს გამოცემული ბრძანებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენები აუკრძალა. შეზღუდვა ძალაში 8 ივლისიდან შევა. კრემლში განმარტავენ, რომ ამ გადაწყვეტილების მიზანი რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვაა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]