weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსი დეპუტატი აცხადებს, რომ რუსეთმა ქართული ღვინის იმპორტი უნდა აკრძალოს

13:23 ოთხშაბათი, 03 ივლისი 2019

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, პარტია „ერთიანი რუსეთის“ წევრის, ვლადიმირ ჯაბაროვის განცხადებით, რუსეთმა საქართველოს ეკონომიკური სანქციები უნდა დაუწესოს, კერძოდ, აკრძალოს ქართული ღვინის იმპორტი. ამ ინფორმაციას სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

„საქართველო პატარა ბავშვი ხომ არ არის, რომელსაც არაფერი ესმის, გააფუჭა რაღაც და უნდა ეპატიოს. როგორც ჩანს, თითქმის 30 წელია დამოუკიდებელი სახელმწიფოა და საკუთარ ნაბიჯებზე პასუხი უნდა აგოს. მიმაჩნია, რომ ზომები, სანქციებია მისაღები. სულაც არ მომწონს, როდესაც ამბობენ, რომ ქართული ღვინოების ხარისხი გაუარესდა. რა საჭიროა ამის თქმა? ყველას ეღიმება, როდესაც ასეთ ცნობებს კითხულობს. ვფიქრობ, უნდა ითქვას, რომ რადგან ქვეყანა არამეგობრულად მოიქცა, მასთან ვაჭრობა არ გვსურს.

არ გვინდა, რომ ფულს ჩვენი ქვეყნის ხარჯზე შოულობდეთ. თუ ის [რუსეთი] მიგაჩნიათ აგრესორად, კეთილი ინებეთ და თქვენი ღვინო თუ სხვა პროდუქცია, მიჰყიდეთ სხვა ქვეყნებს“, – განაცხადა ჯაბაროვმა.

მისივე თქმით, საქართველომ უნდა იგრძნოს ის შედეგები, რაც რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებას მოსდევს.

„თუ ქვეყანამ ვერ იგრძნო, რა დაკარგა ამით, მომავალშიც იგივეს გააკეთებს. ქართული ღვინის ბაზარი რუსეთში მიზერულია. ეს ნიშა მყისიერად შეივსება ჩილეური, ფრანგული და იტალიური ღვინოებით. გაჩნდა ჩვენი საკუთარი კარგი ღვინოებიც“, – აღნიშნა ჯაბაროვმა და დაამატა, რომ სანქციები მიმართული უნდა იყოს არა ქართველი ხალხის, არამედ პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]