weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტრადიციული ბაზრების შენარჩუნება – ნათია თურნავა

18:01 შაბათი, 06 ივლისი 2019

„თუ ვინმე მუშაობს იმისთვის, რომ მეტი არჩევანი ჰქონდეს ქართველ გლეხს, ქართველ მეღვინეს, მევენახეს, ტურიზმის დარგის მესვეურს, ეს არის ჩვენი მთავრობა“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, თურნავა კახეთში ადგილობრივ ფერმერებს, მეღვინეებსა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

„2014 წელს მოხდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება ჩვენსა და ევროკავშირს შორის, მას შემდეგ ძალიან აქტიურად ვითარდება ეკონომიკური ურთიერთობები ევროკავშირთან, ხელი მოეწერა მრავალ შეთანხმებას, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ჩინეთთან, ჰონგ კონგთან, მიდის მოლაპარაკებები ინდოეთთან და ასე შემდეგ. ბოლო შვიდ წელიწადში გაკეთდა იმაზე მეტი, ვიდრე 20 წლის განმავლობაში

ერთია ის არჩევანი, რასაც მთავრობა ქმნის და მეორეა, რას ირჩევს თავად ბიზნესი. მთავრობა არ კარნახობს ბიზნესს, საიდან ჩამოიყვანოს ტურისტი ან რომელ ქვეყანასთან ივაჭროს, თუმცა, არსებობს ახალი საინტერესო ბაზრები, სადაც სახელმწიფო ეხმარება ბიზნესს პირდაპირი ფრენებით, მარკეტინგული კამპანიებით და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებებით.

არსებობს რეგიონის რეალობა – ტრადიციული ბაზრები, მათ შორის რუსეთის ბაზარი, რომელიც ასევე სასურველია ბევრი ევროპული ქვეყნისთვის. ეს არის პრაგმატიზმი და ბიზნესის ლოგიკა.  ეს არის ბაზარი, სადაც არ გვჭირდება ბევრი ახსნა, რეკლამა და დამატებითი ხარჯები, თუ რა არის საქართველო, ქართული ღვინო და რა არის რეალობა. ეს ასეა ისტორიულად და ჩვენ რა უფლება გვაქვს, თუნდაც ამ მთავრობას, ამ პოლიტიკურ ძალას გიკარნახოთ, უარი თქვათ ამაზე პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე. ეს იქნება არასწორი და ეს არ არის ჩვენი ხელწერა“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას აღნიშნა, რომ „თუ პროცესები წავიდოდა ისე, როგორც ზოგიერთ დესტრუქციულ ძალას სურდა, ეს მთლიანობაში დაარტყამდა ქვეყანას, უკან დაგვხევდა წლებით და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა საქართველოს ეკონომიკური განვითარება“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]